სურამის შემოვლითი, 6 კილომეტრისა და 400 მეტრის სიგრძის გზის მშენებლობა დასრულდა და მოძრაობა ავტომობილებისთვის დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა.
ოთხზოლიანი მაგისტრალის მონაკვეთზე 11 ხიდი და 5 გვირაბი აშენდა, აღნიშნული მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა და სურამისა და ჩუმათელეთის გვერდის ავლით, რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს უერთდება.
სურამის შემოვლითი გზა მგზავრობის დროს 25-30%-ით შეამცირებს.