კახეთის რეგიონში საჯარო სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურას განათლების მინისტრის პირველი მოადგილე გაეცნო.
ქალაქ თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.
სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.