„სოფლის ამბულატორიები“ რეგიონებში

17 აგვისტო 2025, 14:51 124 ნახვა

რეგიონებში სოფლის ამბულატორიების მშენებლობა გრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე წელს, სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში აშენებს, მშენებლობები, წლის ბოლოსთვის, ეტაპობრივად დასრულდება.

პროექტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მიხეილ სარჯველაძე იმერეთის რეგიონში გაეცნო.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, განახლებული ინფრასტრუქტურა სოფლის ექიმის პროგრამის მნიშვნელოვან განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული პროგრამა მოსახლეობას ოჯახის ექიმის მომსახურებას საკუთარ სოფელში, სახლთან ახლოს სთავაზობს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენისთვის.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში