ხულოში მთა ზორტიყელში სახალხო ღონისძიება ,,შუამთობა“ იმართება.
ტრადიციულად წელსაც მოეწყო სხვადასხვა კულტურული და გასართობი აქტივობები, განთავსებულია ფოტოზონები და სხვადასხვა ინსტალაცია.
აქტივობაში ადგილობრივი ანსამბლები და ქორეოგრაფიული ჯგუფები მონაწილეობენ.
სახალხო ღონისძიებას ღამის შოუს ბენდი და დიჯეი დაასრულებს.