ძალადობის ბრალდებით დაკავებულ აქციის მონაწილეებს ბრალი წარედგინათ

17 აგვისტო 2025, 17:49 147 ნახვა

გუშინ დაავებულ აქტივისტებს თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალი უკვე წარედგინათ და ახლა სასამართლოს მოლოდინში არიან. 

როგორც დაკავებულების ინტერესების დამცველი ამბობს, საქმის მასალებში მხოლოდ "დაზარალებულის" ჩვენება და ერთადერთი ვიდეომასალა დევს. 

თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე გუშინ დააკავეს. მათ გამოძიება ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.  

საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს.

მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულები პროვოკაციის მსხვერპლი არიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში