ანსამბლი „აჭარა“ დაფუძნდა დღეს ბათუმში. მისი დაარსება ძველი ქართული ხალხური სიმღერების გაცოცხლების იდეით გაერთიანებულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს.
ანსამბლი „აჭარა“ მხოლოდ რამდენიმე თვეს ითვლის და მისი შემადგენლობაც მცირერცხოვანია, თუმცა იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ წევრთა რაოდენობაც გაიზრდება და რეპერტუარიც.
ანსამბლის პრეზენტაცია ხელოვნების უნივერისტეტის მცირე დარბაზში მოეწყო.