შემთხვევა ბათუმში - ბონის დასახლებაში მატარებელმა მცირეწლოვან ბავშვს ფეხზე გადაუარა.
შემთხვევა 1 საათის წინ, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსების ცნობით, საჭირო გახდა კიდურის ამპუტაცია.
ფაქტს აჭარის ტელევიზიას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალა განახლებადია