კვლევითი ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივები და სამედიცინო სფეროში დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხები, რომლებზეც განათლების მინისტრის მოადგილემ და თსუ-ს რექტორმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრეს.
სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ანაკლიის ბანაკში სტუმრობისას იმსჯელეს. გარდა ამისა სტუდენტებს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატსაც მოიცავდა.
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი იმყოფებოდა.