2025 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 2.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

19 აგვისტო 2025, 12:33 100 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 845.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა და 1 742.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 385.6 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 175.2 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 168.8 მლნ. აშშ დოლარით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში