საქველმოქმედო კონცერტი

19 აგვისტო 2025, 13:01 100 ნახვა

ბათუმელი რეჟისორის, დრამატურგის და მსახიობის ოთარ ქათამაძის მხარდასაჭერად ბათუმის ბულვარში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი ბენდები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები.

მაყურებლებსა და მსმენელებს საშუალება ქონდათ ოთოსთვის ფინანსური დახმარება გაეწიათ. 

ახალგაზრდა რეჟისორი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. მას ანევრიზმა გაუსკდა, ჩაუტარდა რამდენიმე ურთულესი ოპერაცია. სამწუხაროდ მდგომარეობა გართულდა  და განვითარდა  ფილტვების ანთება, ხოლო მოგვიანებით სეფსისური მენინგიტი.

ახალგაზრდა რეჟისორის მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის სოლიდური თანხებია საჭირო.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში