სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,6 პროცენტით გაიზარდა და 14,3 პროცენტი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 0.5%, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა შემცირდა 6.5%.
დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.
2025 წლის II კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, უმუშევრობის დონე დაახლოებით 2 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლად შემცირებულია 1.5 პროცენტით.
საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში.