დოღი ბახმაროში — ტრადიციად ქცეული დღესასწაული. მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი მონაწილეობდა. რა თქმა უნდა დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.
დოღის გარდა კურორტზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების, გურული მეღვინეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ბახმაროში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.
დილით წირვა აღევლინა ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში, რომელსაც პრეზიდენტი ესწრებოდა.
შეკრებილებს პრეზიდენტთან ერთად მიმართა პრემიერ-მინისტრმაც. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც განვითარებისა და გაძლიერების უნიკალური შანსი აქვს, და რომ დღეს არის შესაძლებლობა აფხაზ და ოს და-ძმებთან გაერთიანების.