აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გაიხსნა მხატვარ ნინა ურუშაძის პერსონალური გამოფენა -„ასინქრონული აღქმები – ხედვა სიცხადის მიღმა“.
ნინა ურუშაძე მუშაობს ზეთის, აკრილის, წყლის საღებავებით. მისი საქმიანობა დაკავშირებულია აბსტრაქტული ვიზუალური ხელოვნების მრავალფეროვანი ფორმების კვლევასთან.
მხატვრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ექსპერიმენტულ მიდგომებს.
გამოფენა გაგრძელდება 24 აგვისტომდე.