ახალი სპორტული კომპლექსი ზუგდიდში 

20 აგვისტო 2025, 11:19 98 ნახვა

ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსიც გაიხსნა. შენობა მორგებულია  ყველა ასაკისა და ინტერესის მომხმარებელზე და აერთიანებს სხვადასხვა ზომის  აუზებს, ტრენაჟორებსძალოსნობის დარბაზებს. სრულად გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო თუ ტექნიკური სივრცე, რაც აუცილებელია მისი გამართული ფუნქციონირებისთვის.  

შესასვლელ სივრცეში მოწყობილია კაფე და მცირე ზომის მაღაზია. სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ცურვის, წყალბურთის და ძალოსნობის ვარჯიშისა და შეჯიბრებების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით. მშენებლობის ფარგლებში კეთილმოეწყო სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც. 

სპორტული კომპლექსის მშენებლობას, აზიის განვითარების ბანკის სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით, 27 მილიონ ლარამდე მოხმარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში