ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ რამდენიმე საათის წინ ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ვერსიით ბრალდებულმა, საგარეჯოში, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები.