იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება - სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის საინჰალაციო პრეპარატებისთვის ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებს შეისყიდის.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იზრდება სტაციონარული მომსახურების დაფინანსებაც.
ცვლილების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების ოჯახის წევრებს ინფორმაცია პირადად მიაწოდა.