პრეზიდენტი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

21 აგვისტო 2025, 17:11 126 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრეზიდენტის თქმით, ლევან გაჩეჩილაძის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამშობლოსადმი სიყვარული და ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულება სამაგალითო და დასაფასებელია.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო. ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამშობლოსადმი სიყვარული და ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულება სამაგალითო და დასაფასებელია. სამძიმარს ვუცხადებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო“, – წერს ყაველაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი