დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მის მობილურ ტელეფონში, ფოტო და ვიდეო მასალის სახით, უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის მქონე პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რაც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს უკანონოდ გაავრცელა სოციალურ ქსელ „Tik-tok“-ში, ხოლო 20 აგვისტოს სოციალურ ქსელ „instagram“-ის მეშვეობით გადაუგზავნა დაზარალებულის ძმას.
დაკავებულს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.