თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, მედიის მხარდასაჭერი მარში გაიმართა, მარში ნაწილია კამპანიისა "სინათლე არ უნდა ჩაქრეს", რომელიც მედიის პრობლემებზე ყურადღების მიქცევას ისახავს მიზნად.
"მედიის თავისუფლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა - ძირითადი და არსებითი მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში. სადაც არ არის თავისუფალი მედია, იქ არც თავისუფლებაა, არც დემოკრატია და არც თავისუფალი საზოგადოება, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.