შშმ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას მინისტრი გაეცნო

24 აგვისტო 2025, 11:50 458 ნახვა

ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება 18 წლის ბიჭი, რომელიც "ჯეო ჰოსპიტალის" რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას კლინიკაში გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძე ახალგაზრდის ოჯახის წევრებსაც შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მკურნალობის პროცესში ის ექიმები ჩაერთვებიან, რომლებიც ოჯახმა მოითხოვა. რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. პაციენტის დედის ინფორმაციით, მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა, თუმცა სამმა საავადმყოფომ ახალგაზრდის მიღებაზე უარი განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ ფაქტზე მოკვლევა ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკების მიერ ნებისმიერი გადაცდომის დადასტურების ფაქტს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი