ბათუმელი რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი ოთო ქათამაძე გარდაიცვალა.
42 წლის ხელოვანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცავალა.
ოთო ქათამაძე ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო. მან წლების წინ საფუძველი ჩაუყარა ბათუმში ქუჩის თეატრს. დადგა არაერთი სპექტაკლი და ჩართული იყო სტუდენტური თეატრალური ცხოვრების განვითარებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია თანაუგრძნობს ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს.