ავიაკომპანია Ajet-ი ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს

25 აგვისტო 2025, 11:50 151 ნახვა

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლას იწყებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები სექტემბრის ბოლოდან, კვირაში 4-ჯერ შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს.

გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა. 

2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 20 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი