„ალტერ-ეგო“ - გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

25 აგვისტო 2025, 20:10 180 ნახვა

„ალტერ ეგო“ -ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა. გალერეაში  მხატვარ ანა ანუკ სოღომონიანის ნახატებია წარმოდგენილი.

მხატვრის და ამავდროულად პროფესიით ფსიქოლოგის ნამუშევრები ძირითადად ადამიანის ფსიქოლოგიას, ასევე სიცოცხლისა და ბუნების გაგების მუდმივ ძიებას ასახავს .

აღსანიშნავია, რომ ანა ანუკ სოღომონიანის ნახატები სხვადასხვა ქვეყნის კერძო და რამდენიმე სახელმწიფო კოლექციაში ინახება.

აღნიშნული ექსპოზიცია კი მუზეუმში საერთაშორისო გამოფენების ციკლის ნაწილია და მისი ნახვა  მსურველებს 30 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.   

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი