„ღამის სერენადები"

26 აგვისტო 2025, 11:19 171 ნახვა

ფესტივალის ,,ღამის სერენადების" მესამე  კონცერტი ბათუმში დღეს 20 საათზე  ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამა სახელწოდებით „ტანგოს სული“, რომელიც არგენტინული ცეკვით არის შთაგონებული.

მაყურებლის წინაშე წარსდგებიან  სოლისტები  მარიო სტეფანო პიეტროდარკი ,თამარ ლიჩელი , კვინტეტი „საქართველოს ვირტუოზები“.

საკონცერტო პროგრამა  კი ასტორ პიაცოლას, მარტინ პალმერის, რობერტო მოლინელის, იგორ სტრავინსკისა და  ანხელ ვილოლდოს  ნაწარმოებებით შედგება.

„ღამის სერენადები“ 11 ოქტომბერს  თბილისში დასკვნითი კონცერტით დასრულდება. საღამოზე პირველად საქართველოში პროექტი - „ასტორ“ იქნება წარმოდგენილი, რომელიც მუსიკასთან ერთად ვიზუალური სილამაზითა და სენსაციური ქორეოგრაფიით არის გამორჩეული.

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები“ წელს მეჩვიდმეტედ ტარდება და ბათუმში, ბორჯომსა და თბილისში სულ 6 კონცერტს მოიცავს.

ფესტივალის მხარდამჭერები საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროები, ასევე ბათუმისა და თბილისის მერიაა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში