აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

26 აგვისტო 2025, 13:55 107 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გრძელდება.  ცოტა ხნის წინ დასკვნითი სიტყვა დაასრულა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა.

ეკა ბესელიამ გამოსვლისას განაცხადა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, არც ვიდეოჩანაწერი და არც მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ანდრო ჭიჭინაძის ბრალს დაადასტურებს.

უფლებადამცველმა 26 არგუმენტი წარადგინა, რომლითაც მისი თქმით,  გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წარედგინათ.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში