„ღამის სერენადები“

27 აგვისტო 2025, 12:01 108 ნახვა

ანშლაგით ჩაიარა საერთაშორისო ფესტივალის „ ღამის სერენადების“ დასკვნითმა კონცერტმა ბათუმში.

ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალის რიგით მეოთხე კონცერტი სახელწოდებით „ტანგოს სული“ გაიმართა.

მაყურებლის წინაშე წარსდგნენ სოლისტები მარიო სტეფანო პიეტროდარკი , თამარ ლიჩელი, კვინტეტი „საქართველოს ვირტუოზები“.

საკონცერტო პროგრამა კი ასტორ პიაცოლას ,მარტინ პალმერის, რობერტო მოლინელის, იგორ სტრავინსკისა და ანხელ ვილოლდოს  ნაწარმოებებით შედგებოდა.

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები“ წელს მეჩვიდმეტედ ტარდება და ბათუმში, ბორჯომსა და თბილისში სულ 6 კონცერტს მოიცავს.

ფესტივალი 9 ოქტომბერს თბილისში კონსერვატორიის დიდ საკონცერტო  დარბაზში გაგრძელდება.

11 ოქტომბერს დასკვნითი საღამო თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და ბათუმის მერია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში