შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შაორის ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრა გამართეს

27 აგვისტო 2025, 14:15 69 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში ჩატარდა და ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანი მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. დანაყოფების ხელმძღვანელებმა საგზაო მოძრაობის წესებსა და სამოქალაქო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ტრეფიკინგის, დისკრიმინაციის, ქალთა და ოჯახური ძალადობის, სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციის შესახებ ისაუბრეს.

ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მეორე წელია, აქტიურად მონაწილეობს ახაგაზრდებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში