არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება და გამოხმაურებები

27 აგვისტო 2025, 20:06 140 ნახვა

7 არასამთავრობო ორგანიზაციის დაყადაღებული ანგარიშები და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება. დღეს საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ვიგებთ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს აქციებზე მონაწილე პირების დაფინანსებას ედავებიან, რომ მათ ფული მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას,რითაც პროკურატურის განმარტებით არასამთავრობო ორგანიზაციები გასცდნენ მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს.

საუბარია საბოტაჟისა  და უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფარგლებში დაწყებულ გამოძიებაზე, რის უკანაც რეპრესიების ახალი ტალღა ამოიკითხა როგორც ბრალდების ადრესატებმა.

პროკურატურის გადაწყვეტილებას ისინი საგანგებო ერთობლივი ბრიფინგით გამოეხმაურნენ.  

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში