მარიამობის დღესასწაულზე ტრადიციულად ბათუმში ფარნავაზ მეფისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთა ტრადიციულად საბავშვო დღესასწაულის ადგილად იქცა.
ბავშვების გასამხიარულებლად ხელოვანი პაატა მოისწრაფიშვილი ყოველ მარიამობას ძველ ბათუმში, ე.წ. ცისფერ უბანში გზის ნაწილს კეტავს და ბუშტებითა და დროშებით აფორმებს.
საბავშვო ზეიმის ტრადიცია უკვე 46 წელს ითვლის.
მსახიობმა ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულიც დაურიგა,მშობლებსა და შვილებს კი მოუწოდა, რომ ერთმანეთზე იზრუნონ და ხშირად უთხრან ერთმანეთს, რომ უყვართ.