ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ. ხელმომწერი ორგანიზაციები სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოთქვამენ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივის“ „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანადგომისთვის.
მათი განცხადებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა.