გამომშვიდობება ოთარ ქათამაძესთან

28 აგვისტო 2025, 14:19 384 ნახვა

ბათუმში რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს ოთო ქათამაძეს ემშვიდობებიან. მას რამდენიმე წუთში ბათუმის დრამატული თეატრიდან გამოასვენებენ. მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან სწორედ მის მშობლიურ თეატრში მიმდინარეობს.

42 წლის ხელოვანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 24 აგვისტოს გარდაიცავალა. ოთო ქათამაძე ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო. მან წლების წინ საფუძველი ჩაუყარა ბათუმში ქუჩის თეატრს.

დადგა არა ერთი სპექტაკლი და ჩართული იყო სტუდენტური თეატრალური ცხოვრების განვითარებაში. 2004-2006 წლებში იყო თბილისის თეატრალური სარდაფის მსახიობი. გამოცემული აქვს პიესების კრებული.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში