გამოშვიდობება ოთარ ქათამაძესთან

28 აგვისტო 2025, 17:48 581 ნახვა

უკანასკნელი ტაშით გააცილეს მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი სცენიდან, სადაც მის გამო მაყურებელს ტაში არაერთხელ დაუკრავს.

საზოგადოებამ ახალგაზრდა შემოქმედი სიმბოლურად ბათუმის დრამატული თეატრის სცენიდან  გააცილა, სადაც ის 19 წლის განმავლობაში მუშაობდა.

42 წლის ხელოვანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 24 აგვისტოს გარდაიცავალა.

ოთო ქათამაძემ წლების წინ საფუძველი ჩაუყარა ბათუმში ქუჩის თეატრს. დადგა არა ერთი სპექტაკლი და ჩართული იყო სტუდენტური თეატრალური ცხოვრების განვითარებაში.

2004-2006 წლებში იყო თბილისის თეატრალური სარდაფის მსახიობი. გამოცემული აქვს პიესების კრებული.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში