პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდება- სასამართლო პროცესი

28 აგვისტო 2025, 17:49 119 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს. სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით დაიხურა. 

სხდომის დაწყებამდე მხარეებმა საკუთარ პოზიციებზე მედიასთან ისაუბრეს. ადვოკატები დაკავებულების გათავისუფლებას, პროკურატურა კი პატიმრობას მოითხოვს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებს თბილისში გახსნილი ჰქონდათ ჩინური მასაჟის სალონები, რეალურად კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდნენ, თანხებს კი ინაწილებდნენ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში