საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პერსელის მიერ საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ეკონომიკურ კავშირებს და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატს შეეხო.