მანანა მენაბდე იმ ადამიანთა შორისაა, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა მისი უნიკალური საშემსრულებლო სტილის, მტკიცე ხასიათისა და გამორჩეული პიროვნული თვისებების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს - ირაკლი კობახიძე  

02 სექტემბერი 2025, 10:53 129 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მანანა მენაბდე იმ ადამიანთა შორისაა, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.

„მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი თანამედროვეობის გამორჩეული შემსრულებლისა და მუსიკოსის მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო. მანანა მენაბდე იმ ადამიანთა შორისაა, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა თავისი უნიკალური საშემსრულებლო სტილის, მტკიცე ხასიათისა და გამორჩეული პიროვნული თვისებების გამო. თანავუგრძნობ მანანა მენაბდის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმრის ტექსტში.

მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში