მწუხარებას გამოვთქვამ მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო, მან თავისი შემოქმედებით განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში - მიხეილ ყაველაშვილი

02 სექტემბერი 2025, 11:55 123 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი მუსიკოსის მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

მიხეილ ყაველაშვილი მუსიკოსის ოჯახს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს. 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მუსიკოსის მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო. მანანა მენაბდემ თავისი შემოქმედებით განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ჩვენი საზოგადოების მეხსიერებაში. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მუსიკოსის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ ქართულ საზოგადოებას“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში