ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს სასამართლომ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

02 სექტემბერი 2025, 11:16 110 ნახვა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი საქმეზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.

თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებაში ედებოდა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში