საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტს უყრის კენჭს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი დაამტკიცებს საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს.
„როგორც ფრაქციის სახელით იქნა გაცხადებული, დადგენილების პროექტი მომზადდება საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, დაინიცირდება და ხვალ პლენარულ სხდომაზე გვექნება შესაძლებლობა, პარლამენტმა მთლიანად საგამოძიებო კომისიის სამუშაო, მისი ანგარიში დადგენილების პროექტით დაამტკიცოს და ის აქციოს უკვე მთლიანად პარლამენტის დოკუმენტად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.