საქალაქო სასამართლოში IDFI-ის ხელმძღვანელი, გიორგი კლდიაშვილი მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხა.
საუბარია გამოძიებაზე, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო ბრალდება ზოგ არასამთავრობო ორგანიზაციას საპროტესტო აქციების დაფინანსებას და საბოტაჟს ედავება. ამავე გამოძიების ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიში დააყადაღეს.
დღესვე სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო დილიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.
გამოკითხვიდან გამოსულმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვები ძირითადად შეეხებოდა საპროტესტო აქციებს - აინტერესდებდათ იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული ამ აქციების ორგანიზებაში და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან.