საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე გამოკითხვები მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით.
ცოტა ხნის წინ დასრულდა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარის გამოკითხვა.
გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით გამოძიებას კითხვები ჰქონდა მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებთან დაკავშირებით, ასევე დაინტრესდნენ რატომ გულშემატკივრობდა პარლამენტთან მიმდინარე აქციებს და ვინ იყო ამ აქციების ორგანიზატორი.
დღესვე დაგეგმილი იყო კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანზიაციის ხელმძღვანელის ,თამთა მიქელაძის გამოკითხვა, თუმცა პროცესი ხვალისთვის გადაიდო.
მანამდე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მოქმედი და „ისფედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორები.
საუბარია საბოტაჟისა და უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფარგლებში დაწყებულ გამოძიებაზე.
აღნიშნული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებამ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.