ღვინის ეროვნული სააგენტომ და საერთაშორისო მარკეტინგულმა კომპანია „მეიბურგ ვაინ მედიამ’’ ღვინის ტურს უმასპინძლა.
სტუმრები კახეთსა და ქართლში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ.
დააგემოვნეს ქვევრისა და კლასიკური მეთოდით წარმოებული სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო.
10 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის პროფესიონალები და კომერციული სფეროს წარმომადგენლები სინგაპურიდან, ავსტრალიიდან და ჰონგ-კონგიდან.