რიგაში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც გაფრენამდე თამაშზე დასასწრებ ბილეთს წარადგენენ - აეროპორტების გაერთიანება

05 სექტემბერი 2025, 12:03 162 ნახვა

რიგაში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც გაფრენამდე თამაშზე დასასწრებ ბილეთს წარადგენენ, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

გაერთიანების ცნობით, სუბსიდირებული რეისები  7 და 8 სექტემბერს შესრულდება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებულ რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 7 სექტემბერს დილის 07:00 შეასრულებს, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრებს 8 სექტემბერს დააბრუნებს.

სუბსიდირებული რეისი საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების თამაშზეა მორგებული, რომელიც 7 სექტემბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე გაიმართება.

ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც რიგაში გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის გასამართ თამაშზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ონლაინ პლატფორმა tkt.ge-ზე 15:00 საათიდან შეეძლებათ“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი