ზესტაფონში სოფელ არგვეთში, საწარმო “ჯორჯია მეტალი“ გაიხსნა. „ჯორჯია მეტალი“ წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმაღლესი ხარისხის დანადგარებით აღჭურვილ მეტალურგიულ საწარმოს, რომელიც სპეციალიზებულია სამშენებლო არმატურის წარმოებაში.
ქარხნის წლიური გამომუშავება შეადგენს 400,000 ტონა მზა პროდუქციას, რაც მას ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ ობიექტად აქცევს.
დღეისათვის „ჯორჯია მეტალი“ 350 თანამშრომელს აერთიანებს.