არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. უწყების მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 051 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა სიაში ცვლილების ბოლო ვადა 16 სექტემბერია.
გადასატანი ყუთით სარგებლობის საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა საარჩევნო ადმინისტრაციას 23 სექტემბრამდე უნდა მიმართონ. საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს უნდა ქონდეს ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. მოქმედებს არაელექტრონული პირადობის მოწმობის კენჭისყრაში მონაწილეობის გამონაკლისი შემთხვევებიც, რომლებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.