„ჰილი“ - რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი „მეგობარი აქტის“ მიღებას ბლოკავს

06 სექტემბერი 2025, 14:52 103 ნახვა

რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი საქართველოსთვის სანქციების გამკაცრებას ეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ „მეგობარი აქტს“ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ წერს.  როგორც გამოცემა იუწყება, კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ეს საუკეთესო გზაა პროდემოკრატიული ძალების მხარდასაჭერად, ასევე რუსული, ჩინური და ირანული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

გამოცემის ცნობით, აგვისტოს მიწურულს, „ბოლო წუთს“ მალინმა მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, რესპუბლიკელი ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ „მეგობარი აქტი“ „თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ პაკეტიდან ამოიღონ. მანამდე მალინმა ასევე დაბლოკა სენატში კანონპროექტის განხილვის გარეშე მიღების მოთხოვნა.

როგორც „ჰილი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელი სენატორი რანდ პოლი ასევე ეწინააღმდეგება კანონპროექტს, მალინის წინააღმდეგობა გამორჩეულია. მიმდინარე კვირაში „ჰილთან“ ინტერვიუში მალინმა „მეგობარი აქტისადმი“ წინააღმდეგობის ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან „უკეთესი ურთიერთობა“ დაასახელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი