ახალი პროექტი

06 სექტემბერი 2025, 17:54 90 ნახვა

ქუთაისში ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანს წარმოადგენს გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ASUS-ის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური ტექნიკური დახმარების ქუთაისიდან გაწევას. პარტნიორობის ფარგლებში, ASUS-ის ტექნიკური მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით, კომპანიას საქართველოდან მაღალკვალიფიციური თანამშრომლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას გაუწევენ.

პროექტის ფარგლებში ქუთაისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოფისი გაიხსნა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. პრეზენტაციას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოსა“ და GITA-ს წარმომადგენლები, ადგილობრივი ინვესტორები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი