პოლიციამ მარნეულში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

08 სექტემბერი 2025, 10:52 127 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1966 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში 7 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა.

სამართალდამცველებმა ყალბი კუპიურები  ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი