მინდა, საზოგადოებას დავპირდე, როგორც ნარკოდანაშაულის, ისე ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მკაცრ პოლიტიკას გაატარებს - გეკა გელაძე

08 სექტემბერი 2025, 14:51 139 ნახვა

მინდა, საზოგადოებას დავპირდე, როგორც ნარკოდანაშაულის, ისე ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მკაცრ პოლიტიკას გაატარებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეული პოლოციელი ნარკოდანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

„სწორი ნარკოპოლიტიკის, საკანონმდებლო ინიციატივებისა და საპოლიციო ღონისძიებების შედეგია, ის სტატისტიკა, რაც დღეს პრემიერმა გააჟღერა. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს, 24 საათის განმავლობაში.  რა თქმა უნდა, მსოფლიო გამოწვევაა ე.წ. დადების პრინციპი ნარკოდანაშაულთან მიმართებაში და არც საქართველოა გამონაკლისი. ამ კუთხით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და გეგმების აღსრულების პროცესი უკვე დაწყებულია – ეს არის, როგორც გამშვები პუნქტებით, ისე საჰაერო თუ ტერმინალების მიმართულებით. ძალიან ბევრი სიახლე გვექნება რამდენიმე თვეში და ეს სტატისტიკაც, აუცილებლად შემცირდება.  ასევე, მინდა, საზოგადოებას დავპირდე, როგორც ნარკოდანაშაულის მიმართულებით, ისე ორგანიზებული დანაშაულის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მკაცრ პოლიტიკას გაატარებს“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი