მანდატურზე თავდასხმისთვის დაკავებული მასწავლებლის საქმის არსებითად განხილვა გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი ბრალდებულის, ნინო დათაშვილის სხდომათა დარბაზში გამოუცხადებლობა გახდა.
ადვოკატის ინფორმაციით, პედაგოგს ხერხემლის პრობლემები აქვს, გადაადგილება უჭირს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებს წერილობითი მტკიცებულებები უნდა გამოიკვლია.
დათაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 სექტემბერს განახლდება.