კორუფციის არარსებობის ინდექსით, შეფასების 100% სისტემით საქართველომ 67% მიიღო 

10 სექტემბერი 2025, 14:54 98 ნახვა

ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ, შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით, 67% მიიღო და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. 

კორუფციის არარსებობით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს. ევროპაში კორუფციის სიმცირით დანია, ნორვეგია და შვედეთი ლიდერობს.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი